ირაკლი კობახიძე: ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას – რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება რეზოლუციები

“სააკაშვილი დღეს ციხეში ყოფილა, თურმე, ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო. ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციას ნულოვანი ფასი აქვს.

„გამომდინარე იქიდან, რომ აბსურდულია თავისი შინაარსით რეზოლუციის შესაბამისი ჩანაწერი, მას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. მას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება ეს რეზოლუციები. მაგალითად, აქ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი დღეს ციხეში ყოფილა, თურმე ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო. ვინ ეხვეწებოდა ახლა, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას. როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი დაიგეგმა ვიღაცის აგენტების მიერ. აბსურდული როდესაც არის რეზოლუცია, მისი კომენტირებაც კი რეალურად არ ღირს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები