ამილახვარი – “ხალხის ძალის” კანონპროექტზე: არანაირი დავალდებულება თუ ზეწოლა, ამ კანონპროექტის საფუძველზე, არ ხდება

არანაირი დავალდებულება თუ ზეწოლა, ამ კანონპროექტის საფუძველზე, არ ხდება, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

როგორც გიორგი ამილახვარი განმარტავს, ჯერჯერობით, მმართველ გუნდს არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს კანონპროექტს.

“საკანონმდებლო ორგანოში ექნება თუ არა მხარდაჭერა, ამაზე უმრავლესობა ჩამოაყალიბებს პოზიციას და გადაწყვეტს, მაგრამ უბრალოდ სასაცილოა, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ისტორიულ, დიად მისიასა და ამოცანაზე და ასეთი კანონპროექტი გახდეს წყალგამყოფი, რომელიც, უბრალოდ, ამბობს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოახდინონ ფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა, არანაირი დავალდებულება თუ ზეწოლა, ამ კანონპროექტის საფუძველზე, არ ხდება,”- აცხადებს გიორგი ამილახვარი.

ცნობისთვის, აშშ-ის დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა კანონპროექტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პროექტი არ არის დაფუძნებული ამერიკულ აქტზე უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ. მისი თქმით, ჩანს, რომ კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები