მიხეილ ყაველაშვი​ლი – ნედ პრაისის განცხადებაზე: რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს

“ხალხის ძალის” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა.

“რაც შეეხება კანონპროექტის არსს და იმას, რომ ეს კავშირში არ არის ამერიკის არსებულ კანონპროექტთან. მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს. ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამერიკულ კანონპროექტთან მიმართებით, რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა. ჩვენ შეგვიძლია, ფაქტებზე დაყრდნობით, ორივე კანონპროექტი წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით ჩვენი კანონპროექტი და ჩვენს საზოგადოებას შეუძლია, თავად განსაჯოს.

ჩვენ არავის არაფერს არ ვუზღუდავთ, პირიქით აქ არის საუბარი დემოკრატიაზე გამჭვირვალობაზე. მე მიკვირს, რომ ხდება ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში “ხალხის ძალამ” დააინიცირა.

ნედ პრაისის განცხადებით კი, კანონპროექტი ჩანს, რომ მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. პრაისის თქმითვე, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები