შალვა პაპუაშვილი: ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სანდრო გირგვლიანის და გელაშვილის საქმის გამო სააკაშვილი სასჯელს არ იმსახურებს?

ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა აღმოჩნდა, რომ არის სააკაშვილის მეგობარი და არა საქართველოს მეგობარი და აღმოჩნდა რომ ისინი დადგნენ დამნაშავის მხარეს და არა მსხვერპლის მხარეს. ეს არის ის რეალური სურათი, რასაც ჩვენი საზოგადოება ხედავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ცალკეული ევროპარლამენტარები დადგნენ არა მსხვერპლის, არამედ დამნაშავის მხარეს, რითაც დადასტურდა რომ არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები.

„რა თამაშის წესებზეა საუბარი? დღეს ვნახეთ თამაშის რა წესებს გვთავაზობს ჯგუფი პოლიტიკოსებისა. ამ ტექსტში რაც წერია, თუ ეს არის წესი, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ეს არის პირადი ვენდეტა ბიძინა ივანიშვილის. სიტყვა სიტყვით ასე ჩაწერეს. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სანდრო გირგვლიანის გამო ის სასჯელს არ იმსახურებს? გელაშვილის საქმის გამო ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ის სასჯელს არ იმსახურებს? სხვა საქმეები მიმდინარეობს და როდესაც ხდება ამ საქმეების შეფუთვა ვენდეტად და უნდათ, რომ ასეთი წესები მივიღოთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, უნდა გადავწეროთ და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ეს არის ვიღაცის პირადი ვენდეტა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. საერთო ჯამში ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა აღმოჩნდა, რომ დადგნენ დამნაშავის მხარეს და არა მსხვერპლის მხარეს. ეს არის არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ ის რეალური სურათი, რასაც ჩვენი საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები