ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს სისტემის მიერ მოხდა წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, ეს ყველაფერი იცის ნებისმიერმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა, თუმცა მფარველობენ იმიტომ, რომ ერთი პარტიის წევრები არიან

სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოხდა რუსეთისთვის 20%-ის ჩაბარება, მისი სისტემის მიერ მოხდა, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ იცის ნებისმიერმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა, მაგრამ რატო მფარველობენ – იმიტომ, რომ არიან ერთი პარტიის წევრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოცემულობა ერთია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის რეჟიმს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.

„მოლდოვას სანქციები არ დაუწესებია, მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში. თუ ზოგადად პრეზიდენტის პატიმრობა არის მიუღებელი მოვლენა, მიუხედავად იმისა, ამ პრეზიდენტს რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, აწამებდა ადამიანებს – მერე რა, რომ აწამებდა მესამე პრეზიდენტია.

გვყავს ჩვენ მესამე პრეზიდენტი, რომელიც არის ბრალდებული დეპუტატის წამებაში, მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში, ანგარებით შეწყალებაში. ეს არის მოცემულობა და ისე რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და კუბილიუსებმაც.

ეს არის 20%-ის ჩაბარება რუსეთისთვის და ეს არის მისი სისტემის მიერ, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ იცის ნებისმიერმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა, მაგრამ რატო მფარველობენ – იმიტომ, რომ არიან ერთი პარტიის წევრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები