რატი იონათამიშვილი: ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მალე გახდებოდა „ხალხის ძალა“ EPP-ს შთაგონების წყარო
ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მალე გახდებოდა „ხალხის ძალა“ EPP-ს შთაგონების წყარო, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გუშინდელი ინიციატივა დღეს უკვე EPP-ს ინიციატივად იქცა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი EPP-ს ინიციატივას.
„ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მალე გახდებოდა „ხალხის ძალა“ EPP-ს შთაგონების წყარო, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გუშინდელი ინიციატივა დღეს უკვე EPP-ს ინიციატივად იქცა და ორივე შემთხვევაში საუბარი არის, რომ სწორება ამერიკულ მოდელზე აიღეს“, – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი აქტორების გავლენის გასაკონტროლებლად ისეთივე კანონები უნდა ამოქმედდეს, როგორიც ამერიკაშია. EPP ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების სრულ ფინანსურ შემოწმებას, რის შემდეგაც ისინი მოხვდებიან ევროკავშირის გამჭვირვალობის ჩამონათვალში. გარდა ამისა, „ევროპის სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, რომ საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ევროკომისიასა და არასამთავრობოებს შორის დადებული კონტრაქტებიც.
შეგახსენებთ, გუშინ ანალოგიური კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალამ“ დააინიცირა.