ელისო ბოლქვაძე – გელათზე: საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი
“საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე, ეს თემები მტკივნეულია, მაგრამ მოგვარებადია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ელისო ბოლქვაძემ გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ, პირველ ყოვლისა, გელათზე უნდა იფიქროს.
“მე უნდა გავერკვიო, ყველა დოკუმენტაციას არ ვიცნობ, არ გვაქვს ასეთი ფუნქცია, რომ ყველა დოკუმენტში გავერკვიოთ, ჩვენ რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, ჩვენ არ გაქვს არავითარი საფუძველი, რომ გავაჩინოთ ეჭვი. მე ვფიქრობ, უნდა დავიცადოთ. გელათს აზიანებს ყველაფერი და მოდით, ვიფიქროთ ჯერ გელათზე”, – აცხადებს ბოლქვაძე.
კულტურის სამინისტროს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა ერთი კვირით გადაიდო და 24 თებერვალს ჩატარდება.