7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი კვლავ გადაიდო
7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ექიმი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ აძლევდა.
დღევანდელ პროცესზე ასევე, გადაისინჯა დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 22 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.