“რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ურთიერთობის განვითარებით არის დაინტერესებული” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განვითარებას გეგმავს.

„15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, გახდნენ თანამედროვე და თვითკმარი სახელმწიფოები“, – განაცხადა ზახაროვამ.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვთან ერთად “სოხუმი და ცხინვალი აძლიერებენ საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოზიციებს”.

“რუსეთი მოკავშირეებს დახმარებას უწევს სხვადასხვა სფეროში – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, საუკეთესო უნივერსიტეტებში აპლიკანტებისთვის ადგილების გამოყოფით, ნიჭიერი ახალგაზრდების საგრანტო მხარდაჭერით, კულტურის სფეროში თანამშრომლობით. ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან ქმნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს ამიერკავკასიაში, აფართოებს გაყიდვების ბაზრებს, ტურისტულ და ბიზნეს შესაძლებლობებს.

მოსკოვი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორივე რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. გრძელდება მუშაობა საქართველოდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებების მისაღებად, რაც გახდება რეგიონში სტაბილურობის გარანტი”, – თქვა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები