სალომე ზურაბიშვილი: მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? – ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეასთან სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად მიმდინარე სოლიდარობის აქციას ეხმაურება.

“20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში, მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!”,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატის ნაცვლად, დატოვებული წარწერის გამო, გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. ადგილზე აქციის მონაწილეებმა ე.წ. პულივიზატორით წარწერის გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები