გივი მიქანაძე – “ნაცმოძრაობაზე”: მგონი, სახელიც არ დარჩა, გაკოტრებული პოლიტიკური სუბიექტია

“ნაცმოძრაობის“ მგონი, სახელიც არ დარჩა. ვხედავთ, 20-30 კაცის მოგროვება უჭირთ არა მარტო თბილისში, არამედ მუნიციპალიტეტებში. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური სუბიექტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მოსი თქმით, “ქართული ოცნების” პირველი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და ეროვნული ინტერესებია.

„ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ეს არის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, საზოგადოების წინსვლა და განვითარება და შემდეგ მოდის სხვა პრიორიტეტები. სწორედ ამ პოლიტიკით, ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს უზრუნველვყოფთ.

“ნაცმოძრაობის“ მგონი, სახელიც არ დარჩა. ვხედავთ, 20-30 კაცის მოგროვება უჭირთ არა მარტო თბილისში, არამედ მუნიციპალიტეტებში. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ისეთი სიჩქარით მიექანება უფსკრულში და ისე გადაიჩეხება, რომ აღდგენა შეუძლებელი იქნება. ისინი ყველა განცხადებაში ცდილობენ, რაღაც ისეთი დაიჭირონ, რომ შემდეგ იქნებ, ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციები წარმოაჩინონ. ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდათ.

ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ჩვეულებრივ ფაქტის კონსტატაცია იყო და წუხილი, რომ რუსეთი ამ აგრესიის ფონზე გარკვეულ წარმატებებს აღწევს, იმ რეალობის ჩვენება იყო, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელდა. შემდეგ ვიხილეთ გაკოტრებული პოლიტიკური ძალის მიერ დადგმული პერფორმანსი, რასაც მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით შეეცადნენ. არ ელოდნენ, რომ მამუკა მდინარაძე მანქანიდან გადმოვიდოდა და მათ საკადრის პასუხს გასცემდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ არავის მათი არ ეშინია და არც არასდროს შეეშინდება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები