გია ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან უნისონში მოქმედებს, დამაზიანებელი და მავნებლურია

პრეზიდენტის განცხადებებში „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა იკვეთება, რადგან რეალობას არ შეესაბამება და არც დეფიტიზმია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფიტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“.

„პრეზიდენტის განცხადებებში „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა იკვეთება, რადგან რეალობას არ შეესაბამება და არც დეფიტიზმია. მით უმეტეს, როცა თავდაცვის მინისტრი ამერიკაშია და იქიდან თანამშრომლობის თაობაზე პოზიტიური განცხადებები გაკეთდა. სიტუაცია სხვანაირად გამოიყურება. განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან უნისონში მოქმედებს, დამაზიანებელი და მავნებლურია, თავი რომ დავანებოთ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში, მისი განცხადება ადეკვატური არ არის, ვითარებასთან შეუსაბამო და მავნებლურია. პრეზიდენტს ახასიათებს ცალსახა, მტკიცებით ფორმატში საუბარი, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ალბათ, ასე სჭირდება მისი პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, გეგმები და მიზნები აქვს“, – თქვა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები