საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს დრეზდენში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, დრეზდენში MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

ფორუმის ფარგლებში, მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ. გაიმართა 30-ზე მეტი შეხვედრა საერთაშორისო კომპანიების, ბიზნესტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.

MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმის მსვლელობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია გააცნეს პოტენციურ პარტნიორებს: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების სამეფოს. აშშ-ის სკანდინავიის ქვეყნების და სხვა მიზნობრივი ქვეყნების წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები