ეკა სეფაშვილი – MKD-ის განცხადებაზე: ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი – ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ვაწყდებით ცენზურას

“ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, ჩვენ ყურით მოთრეული საბაბით გვიკიჟინებენ, რომ თურმე სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, რაც ნამდვილად არ არის შეზღუდული საქართველოში”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი იურიდიული ფირმა MKD-ის განცხადებას.

“ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ვაწყდებით ცენზურას, რომ არ მოეწონათ “კრედიტ სუისის” ბანკის მენეჯმენტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები, როგორც ადვოკატები გვამცნობენ. სწორედ ამის გამო არ გამოაქვეყნეს სტატია. ფაქტი არის ის, რომ ეს ინფორმაცია არ გამოამჟღავნეს მხოლოდ და მხოლოდ ცენზურის გამო, რაც არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ”, – აცხადებს სეფაშვილი.

იურიდიული ფირმა – MKD Law დღეს გავრცელებულ წერილში, რომელშიც საუბარია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ“, ბრიტანულ მედიაში ცენზურაზე საუბრობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმედგამაცრუებელია, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზებული აღმოჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები