მიხეილ დაუშვილი: რეფორმები, რომლებიც შემოთავაზებული აქვს „ქართულ ოცნებას”, ვერ მოემსახურება 12 პუნქტის სრულფასოვნად შესრულებას
„ამ სასესიო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ”, არამედ მთლიანად პარლამენტმა უნდა იმუშაოს – ეს არის ევროინტეგრაცია, 12 პუნქტის სრულფასოვნად შესრულება და კანდიდატის სტატუსის მიღება. ცალსახაა, რომ ამაზე დიდი მიზანი დღეს არ შეიძლება, გაგვაჩნდეს”, – ამის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნის შესრულებას სჭირდება სიღრმისეული რეფორმები, რაც გათვალისწინებული არის 12 პუნქტით.
„ე.წ. რეფორმები რომლებიც შემოთავაზებული გაქვთ თქვენ, „ქართულ ოცნებას” ეს რეფორმები ვერ მოემსახურება 12 პუნქტის სრულფასოვნად შესრულებას. ამიტომ მოგიწოდებთ, გავატაროთ რეალური, სიღრმისეული რეფორმები, რომ მცირედი კითხვაც კი არ გაჩნდეს მის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ყოველდღიურ რეჟიმში, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენს კოლეგებთან ვარწმუნებთ მათ, რომ თუნდაც, „ქართული ოცნების” პირობებში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი რადგან „ქართული ოცნება” აუცილებლად შეიცვლება და კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობა არ შეიძლება, ხელიდან გავუშვათ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.