ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი სპეკულაციებს ეწევა, რათა სასჯელისგან გათავისუფლდეს

“სააკაშვილი და მისი მომხრეები მის განთავისუფლებას ან შეწყალებას კი არ ითხოვენ, მათი ამოცანაა, სააკაშვილი გათავისუფლდეს იმ მოტივით, რომ სახელმწიფომ მოწამლა, თან აწამა, ანუ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მძაფრი ფორმით გაგრძელდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე შეფასებით, მთელი კამპანიის განმავლობაში იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ სააკაშვილი გამოჯანმრთელდეს, მიზანია ისპეკულიანტონ.

„ჰუმანისტები, ვინც სააკაშვილის მმართველობაზე ზრუნავდნენ, ერთხელაც არ წამოსცდენიათ, იქნებ, სააკაშვილს მოუწოდონ, იმკურნალოს და საკვები მიიღოს. ვხედავთ, რომ მთელი ამ კამპანიის განმავლობაში იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ სააკაშვილი გამოჯანმრთელდეს, მიზანია ისპეკულიანტონ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილი მართლა ავად კი არ არის, არამედ სპეკულაციებს ეწევა, რათა ამ გზით მიაღწიოს სასჯელისგან გათავისუფლებას ისე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეს. ალბათ, ეს ყველაფერი ევროკავშირმა უნდა გაიაზროს და ოფიციალური განცხადება შემდეგ უნდა გააკეთოს, თუ აპირებს ამას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები