ოხანაშვილი – “ნაცებზე”: საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ველოდებით განცხადების რეგისტრაციას

საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ამიტომ, ველოდებით მათ მიერ გაცხადებული პოზიციის განცხადების ფორმით რეგისტრაციას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლის დღიდან იყო საბოტაჟის რეჟიმში.

„როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი პერსპექტივა ევროკავშირის სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოებისა და კანდიდატის სტატუსის მიღების, ეს საბოტაჟი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაამძაფრეს. მათ არ უთქვამთ, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში გადადიან, მათ თქვეს, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ. საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ამიტომ ველოდებით მათ მიერ გაცხადებული პოზიციის განცხადების ფორმით რეგისტრაციას“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები