გიორგი ჯანჯღავა: ყველა მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა, რომლის ასავალ-დასავალს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ

“ყველა მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა, რომლის ასავალ-დასავალს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია, მათ შორის ორი – საქართველოს მოქალაქეა.

„ყველა დაკარგული მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა. ჯერჯერობით მის ასავალ-დასავალს ვერ მივაკვლიეთ. გვაქვს ურთიერთობა ადგილზე, მაგრამ ისინიც ვერ გვიდასტურებენ ვერაფერს. ეს არის ბოლო 5 წუთის ინფორმაცია. დანარჩენს ყველას მივაკვლიეთ, მათი ევაკუაცია ჯერ შეუძლებელია, ვინაიდან მოძრაობა გადაკეტილია და ვერც ერთი სამაშველო თუ სხვა რაიმე საშუალება ადგილზე ვერ შედის. გარდაცვლილთა რაოდენობამ 3000-ს მიაღწია. აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა“, – აღნიშნა ჯანჯღავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები