თურქეთში საქართველოს ელჩი: ყველა მოქალაქე, ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ დაკარგული იყო, ვიპოვეთ
თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.
ელჩის თურქეთში მყოფ, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მათი ადგილსამყოფელის შესახებ საელჩოსა და საკონსულოს დაუკავშირდნენ, რათა მათი დახმარება შეძლონ.
„ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ, მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.