ლევან ხაბეიშვილი: ხვალიდან „ნაცმოძრაობა“ საგანგებო რეჟიმზე გადადის – დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი ცხოვრება

ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი,  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ყოველდღიურ საპროტესტო აქტივობებს აანონსებს.

„ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ასევე დღეს, როცა მოვრჩებით ბრიფინგს გვექნება კონკრეტული აქტივობები და ასეთი აქტივობები გვექნება ყოველდღიურად.

დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი ცხოვრება, აღარ ვაპირებთ არანაირი განხილვებში მონაწილეობის მიღებას და თამაშებში „ქართულ ოცნებას“ არ შევყვებით. იძულებულები ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის რისკის ქვეშ. ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები