შალვა პაპუაშვილი: მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

„მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. აკრედიტაციის სისტემა ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რომელიც თავის მხრივ ორი ძირითადი პრინციპის ურთიერთშეწონიდან ამოდის:

  1. შეუქმნას მედიას მუშაობის სათანადო პირობები საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების სრული და დროული ინფორმირებისთვის.
  2. უზრუნველყოს პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისთვის და პარლამენტის ვიზიტორებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს არსებობა.

აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება. დეტალები იხილეთ ბმულზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები