მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: დღემდე კატეგორიულად უარყოფდნენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით

ისინი [ნაციონალური მოძრაობა] დღემდე კატეგორიულად უარყოფდნენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საყურადღებოა რადიკალური და სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც პირდაპირ ომისკენ მოწოდებებს შეეხება.

„ნება მათია, აირჩიეს ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭო. ახმოვანებენ ომის მოწოდებებს. ყველაზე მთავარია ის კოორდინაცია, საერთო და დალაგებული მესიჯი, ასევე ის, თუ ვინ ახმოვანებინებს ამ მესიჯებს. ისინი [ნაციონალური მოძრაობა] დღემდე კატეგორიულად უარყოფდნენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ამავდროულად იმუქრებიან ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით. პირდაპირი მუქარა აქვთ, რომ ომი იქნება საქართველოში. ამასთან, ემიჯნებიან, არა ჩვენ ომზე არ ვსაუბრობთო და ამ დროს, შიგნით იქნება ომიო, ქართველებს ემუქრებიან ომით. ის კოორდინაცია და მასშტაბი, რა კოორდინაციითაც ისინი ამ მესიჯებს ალაგებენ ყურადსაღებია, მაგრამ, ამის აღსრულების რესურსი საბედნიეროდ მათ არ გააჩნიათ. საყურადღებოა რადიკალური და სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც პირდაპირ ომისკენ მოწოდებებს შეეხება. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით დასკვნებს გამოიტანს. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ნებისმიერი ერთი არასწორ ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა მოთხოვნით“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები