ბექა ოდიშარია თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო.

„ძალიან მიჭირს ამ მძიმე წუთებში სანუგეშო სიტყვების მოძებნა! საქართველო გლოვობს თურქ ძმებთან და დებთან ერთად. მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ მათ და ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავეხმაროთ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას“, – აცხადებს ბექა ოდიშარია, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები