გიორგი ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე”: გუნდში გაურკვეველი ვითარებაა და ამას დაშლის პროცესი ჰქვია

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოდან გაუშვეს ის ადამიანები, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის იდეებს, მოსაზრებებსა და პოზიციას არ ექვემდებარებიან, რაც მოსალოდნელი იყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” გაურკვეველი ვითარებაა და ამას დაშლის პროცესი ჰქვია.

„აქ შიდა დემოკრატიაზე ლაპარაკი არ არის, ადამიანები პოლიტსაბჭოს წევრებად მათთან შეუთანხმებლად დაასახელეს. ზოგადად, შიგნით, პოლიტიკურ გუნდში, თუ შეიძლება ამას გუნდი ეწოდოს, გაურკვეველი ვითარებაა და ამას დაშლის პროცესი ჰქვია. რეალურად, ყველა ხედავს, რაც ხდება – ხაბეიშვილი თავის გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სრულად დამოკიდებულია ადამიანებზე, ვინც ფინანსურად ეხმარება. ხაბეიშვილი კეზერაშვილს გუშინ ლანძღავდა და როგორც ოლიგარქს, კორუმპირებულს, ისე მოიხსენიებდა, დღეს კი წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა მის მარიონეტს. თუ პოლიტიკური პარტიის წმენდაზე გვაქვს საუბარი, ეს ხაბეიშვილის გადაწყვეტილება არ არის, არამედ იმ ადამიანების გადაწყვეტილებაა, ვინც ამ პროცესებს მართავს და სურს, გარკვეული დროის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს არა არჩევნებით, არამედ იმ პროცესით, რომელსაც უნდათ, რომ ხაბეიშვილი ჩაუდგეს სათავეში. ეს არის რევოლუციური სურათი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები