ბიურომ 2023 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

2023 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის სამშაბათის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კანონპროექტებს განიხილავენ.

პარლამენტის ინფორმაციით, ოთხშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.

„ოთხშაბათს წლიურ ანგარიშს წარმოვადგენ 12 საათზე. მოწვეულია მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი. ანგარიშის შემდეგ შეგვეძლება სხვა საკითხებიც განვიხილოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე. ხუთშაბათს კი პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს და 5 კომიტეტის ანგარიშს მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები