რუსთავში ხანძარს 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა მარის არხის დასახლებაში მოხდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ქალმა ფიცრულის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზევე დაიღუპა.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გამათბობლისგან გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები