ზურაბ ჯაფარიძე: ახლა იმის პირობები, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV-ის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „დიდი ოპოზიციური ერთობის“ საკითხს მომავალი წლისთვის დაუბრუნდებიან, მანამდე კი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ განვითარებაზე იზრუნებენ.

„შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვანაირად ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ისეთია, რომ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც ეგეთი ტიპის დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაგ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ განვითარდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, დამოუკიდებელ თამაშზე საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ გარკვეულ პროცესებში, მათ შორის 24 თებერვლის აქციაზე, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ კოორდინაცია არ ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები