ზატულინი: საქართველოს სურს, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დაიბრუნოს, მაგრამ მისი სურვილები „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში“ დარჩება

საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა URA.RU-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. ასე რომ, ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახდეს“, – განაცხადა ზატულინმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თბილისი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის კონფლიქტთან, ცდილობს გაზარდოს თავისი ღირებულება და კიდევ ერთხელ მოითხოვოს რაღაც რუსეთისგან.

ამასთან, ზატულინი საქართველოს საზღვრებზე გამწვავების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„ზურაბიშვილი არ არის მთავარი, თუმცა პრეზიდენტია. ეს მასზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება იყოს გამწვავება, მაგრამ მაშინ, თუ საქართველოს ხელისუფლება მათზე განხორციელებულ ზეწოლას დაემორჩილება. ის სინამდვილეში განხორციელდება. საქართველო 2008 წელს რუსეთის სისუსტის გამოცდას ცდილობდა და რეალურად საპირისპიროს მიაღწია – რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. ამრიგად, მათ დაბრუნებაზე სურვილი, ოცნებებისა და ფანტაზიების სამყაროში დარჩება“, – აღნიშნა კონსტანტინ ზატულინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები