ვარკეთილში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები