ჰერმან საბო: მგონია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხზე კონტურები გამოიკვეთება, ნიკა მელია შეიძლება, წავიდეს ორი გზით – „ლელოში“ ან სამეულს შეუერთდეს

ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, ნიკა მელიას გუნდი როგორ შეძლებს თანამშრომლობას ლევან ხაბეიშვილის გუნდთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი ვარაუდით, “მას შემდეგ, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით კონტურები გამოიკვეთება, მელია შესაძლოა, “ლელოს” ან სამეულს შეუერთდეს”.

„ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, ნიკა მელიას გუნდი როგორ შეძლებს თანამშრომლობას ლევან ხაბეიშვილის გუნდთან. მგონია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხზე კონტურები გამოიკვეთება, ნიკა მელია თავის პარტიას მალე დატოვებს და შეიძლება, წავიდეს ორი გზით – „ლელოში“ ან სამეულს შეუერთდეს. სამეულთან მელიას წასვლა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ის მეტ-ნაკლებად კეზერაშვილთან ასოცირდება.
მელია „ნაცმოძრაობიდან“ კეზერაშვილს თუ გამოექცა, შეიძლება, მათთან მისვლა გაუჭირდეს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები ნაკლები პრინციპულობით გამოირჩევიან და მელია შეიძლება, იქაც ვიხილოთ. რაც შეეხება მათ შორის კინკლაობას, ორივე სწორია. პარტიის თავმჯდომარის რანგში ხაბეს რამდენიმე განცხადება პოპულისტური და უცნაურია. ის, რომ მელია წარსულია, როგორც ამას ხაბეიშვილი ამბობს, სწორია“, – თქვა საბომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები