მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC CAUCASUS) დირექტორს, სოფო ახობაძეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნარჩენების მართვის საკითხზე ისაუბრეს. სოფო ახობაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მხარეებმა ნარჩენების მართვის და ცირკულარული ეკონომიკის გარშემო ინიციატივების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის პროექტის “ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა” ჯგუფის ხელმძღვანელი – დაგ ჰიკმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები