გელათის მონასტრის არქიმანდრიტი, რომელმაც ხანძრის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

“დღეს, 30 იანვარს გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი, დაახლოებით, 2 კვირის წინ მამათა მონასტრის კელიაში გაჩნდა. არქიმანდრიტმა იოსებ ბურჯანაძემ 50%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები