დიმიტრი ხუნდაძე: ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაცმოძრაობისთვის“

“ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე “ნაციონალური მოძრაობის” შიდა პარტიულ არჩევნებში თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

“ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ​ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან“, – აცხადებს ხუნდაძე.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო პროცესი ფარულად მიმდინარეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები