ლევან ქარუმიძე – ალასანიას განცხადებაზე: ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც სააკაშვილს აქვს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე გიული ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც მას აქვს? ნეტავ შემდეგ რომელ „ფეიკ ნიუსს“ ამხელს?“, – წერს ქარუმიძე “ტვიტერზე”.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა: “ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები