მირზა გელაშვილი – Fitch-ის რეიტინგზე: პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა გახლდათ პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა
პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა გახლდათ პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, – ასე განმარტავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი იმ მთავარ წინაპირობას, რის შედეგადაცFitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა წარმატებულიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა განაახლა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება. რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.
პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა გახლდათ პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რითაც მთავრობის ვალი პანდემიამდე ნიშნულს დაუბრუნდა. ასევე, შემცირდა და სტაბილური გახდა ბიუჯეტის დეფიციტი და საერთაშორისო რეზერვები შეივსო“, – განაცხადა გელაშვილმა.