გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, მტკიცებულებებიც კი აღარ არის საჭირო, რომ “Credit Suisse”-ს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ომი და ბრძოლა აქვს გამოცხადებული
„პრაქტიკულად, მტკიცებულებებიც კი აღარ არის საჭირო, რომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ომი და ბრძოლა აქვს გამოცხადებული. პირდაპირ კანონდარღვევით ჩამოაჭრეს მილიარდზე მეტი თანხა, რაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა”,- ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი “CS Victims”-ის სტატიას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ზეწოლას “Credit Suisse”-თან სამართლებრივ დავაში ადასტურებს.
“საერთაშორისო სასამართლომ Credit suisse-ი, ანუ შვეიცარიული საბანკო სისტემა გაამტყუნა და, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, მილიარდზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა. როდესაც ამ ბანკის ერთ-ერთი ტოპმენეჯერი თავს იკლავს და ბანკს გარკვეული თანხა ეკისრება, ლოგიკური კავშირი ადვილი დასაჭერია. თქვენ იცით, რომ ხდებოდა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და მოთხოვნა, რომ ის დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, აქ გაეჩაღებინა მეორე ფრონტი და ამით დახმარებოდა უკრაინას. ბუნებრივია, საზოგადოებამ ამის ლოგიკური კავშირი კარგად დაინახა“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.