მამუკა ოთიაშვილი – საგარეჯოში დაჭრილებზე: სამივე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას

სამივე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას, – ამის შესახებ საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ექიმმა განაცხადა.

როგორც მან დაჭრილებზე საუბრისას აღნიშნა,სამიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

„3 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, ორი მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა ის რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. აქვს მუცლის ღრუს გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვს, ბარძაყის, დაზიანებული იყო დიდი კალიბრის სისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა, მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანება იყო და მრავლობითი სისხლჩაქცევა. ჯერჯერობით სამივე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას“, – აცხადებს მამუკა ოთიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები