გურამ მაჭარაშვილი: ვინც არ უნდა გახდეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, სხვები არ აღიარებენ და პარტია რამდენიმე სექტად დაიყოფა

„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია და 28-29 იანვარს, როცა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იქნება, ეს ოფიციალურად გაფორმდება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც არ უნდა გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სხვები არ აღიარებენ და პარტია რამდენიმე სექტად დაიყოფა.

„არჩევნებს ვინც მოიგებს, ამას მეორე და მესამე მხარე არ აღიარებენ, ცალკე სექტას შექმნიან. როცა ციხიდან გამოსვლის პირველ დღეს მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ცვლილებების ახალი ეპოქა დაიწყებოდა, მაგრამ მერაბიშვილი არავინ მიიღო – არც ყოფილმა და არც მოქმედმა „ნაცებმა“, არც ერთმა მიმდინარეობამ, როცა ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილი მის უკან დგას და რევოლუციას აანონსებს, გასაგებია, მისი რესურსი როგორია. მეორე უკიდურესობაა ის, რომ მელია მერაბიშვილის საწინააღმდეგოდ კარტებს ხსნის და საზოგადოებას არაფერს ახალს არ სთავაზობს. როგორც ჩანს, ახლა მუმლაძე ცესკო-ს როლშია და საუბრობს იმაზე, ცნობს თუ არა არჩევნებს. ვინც არ უნდა გახდეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, სხვები არ აღიარებენ და პარტია რამდენიმე სექტად დაიყოფა, რაც ოპოზიციისთვის კარგი იქნება, რადგან 2024 წლისთვის ოპოზიციაში ახალი გადანაწილება იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები