ილია დარჩიაშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის სასიკვდილო კატასტროფის გამო, რასაც შეეწირნენ ბავშვები, შინაგან საქმეთა მინისტრი მონასტირსკი და სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები. ჩემი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს“, – წერს ილია დარჩიაშვილი Twitter-ზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი, Super Puma AS 332 უკრაინის ქალაქ ბროვარიში, დღეს დილით, საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი, ხოლო დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი.

დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები