გურამ მაჭარაშვილი: არსებობს გამოთქმა, „ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო“ – “ნაცმოძრაობაში” ასეთი ამბები მიდის

“არსებობს გამოთქმა, „ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო“ – “ნაცმოძრაობაში” ასეთი ამბები მიდის”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს “ნაციონალური მოძრაობა” ფინანსური უზრუნველყოფისთვის სჭირდებათ.

“ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა ზუსტად ისე მიდის, როგორც ისინი საზოგადოებასა და ბიზნესს ებრძოდნენ. მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ეს პარტია არ სჭირდებათ პოლიტიკისთვის, სჭირდებათ ფინანსური უზრუნველყოფისთვის. უკვე ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ მის კანდიდატურას მხარს მერაბიშვილი უჭერს, რომელიც საქართველოში რევოლუციას უჭერს მხარს. ხაბეიშვილის სლოგანია: – ხალხო ამირჩიეთ, მხარს მერაბიშვილი მიჭერს და საქართველოში რევოლუცია უნდა მოვახდინოო. ახლა მელიამ მერაბიშვილის ძველი ცოდვები გაიხსენა… არსებობს გამოთქმა – “ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო“ – “ნაცმოძრაობაში” ასეთი ამბები მიდის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები