საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს სამძიმარი გამოუცხადა.
სამძიმარი სამინისტროს ოფიციალურ twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავს ღრმა მწუხარებას ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებს და უკრაინის ხალხს” – აღნიშნულია სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე.
MIAofGeorgia & Minister Vakhtang Gomelauri express profound condolences with regard to tragedy occurred in #Brovary. We would like to extend compassion to the families of victims, our colleagues, and the people of #Ukraine.
— MIA of Georgia (@MIAofGeorgia) January 18, 2023