ნუგზარ წიკლაური: ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური მარიონეტია

“როდესაც ზურგს უკან შენ ცდილობ შენი პარტიის ინტერესების დაზიანებას, ამას მინიმუმამდე დაჰყავს შესაძლებლობა, რომ ასეთ ადამიანთან მოხდეს შემდგომში პოლიტიკური თანამშრომლობა”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატზე ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად, გადაწყვეტილებებს ხაბეიშვილი ვერ მიიღებს.

“ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური მარიონეტი, ის არავითარ გადაწყვეტილებებს არ იღებს. რეალურად ის არანაირი თავმჯდომარეობის კანდიდატი არ არის. არავის გადასაწყვეტი არ არის ამ პოლიტიკურ პარტიაში ვინ დარჩება და რა ფორმით ითანამშრომლებს. ამ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ ისეთი პოლიტიკური თოჯინები, როგორიც არის ლევან ხაბეიშვილი. ვანო მერაბიშვილმა იმუშავა არა პარტიის ინტერესების სასიკეთოდ, არამედ ცდილობდა როგორმე დაეზიანებინა ჩვენი კანდიდატის ინტერესები. ეს არის პირდაპირი მტრობა და ცხადია, რომ მოწინააღმდეგის ინტერესებზე ასხამს წყალს“, – აცხადებს წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები