მაია ბითაძემ აშშ-ს სატყეო სამსახურისა და საელჩოს წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ტყის ხანძრებთან და მათ მართვასთან დაკავშირებული საკითხები და ამ პროცესში პარლამენტის, როგორც საზედამხედველო ორგანოს როლი. კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის სატყეო სამსახურს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ტყის მართვასთან დაკავშირებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ამერიკული გამოცდილება საქართველოს დაეხმარება ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში.