იტალიელი მსახიობი, ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.
ლოლობრიჯიდა 1950-1960-იან წლებში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო.
მსახიობის ყველაზე ცნობილი ფილმებია “ფან-ფან ტიტა” და “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”.
მსახიობი სამჯერ იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, საიდანაც ერთი ჯილდო მოიგო.