დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსეთის და ჩინეთის გარეშე გაიმართება

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც 16-20 იანვარს ჩატარდება, წელს დავოსი მონაწილეთა რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლებს. ადგილზე ელოდებიან, სულ 2700 პირს, მათგან რეკორდული მაჩვენებელია სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერები – 52 ადამიანი.

წლევანდელი ფორუმის თემაა – “თანამშრომლობა ფრაგმენტულ სამყაროში”.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსი მილიარდერების გარეშე ჩაივლის.

ამის შესახებ Bloomberg წერს.

გარდა ამისა, დავოსში არც ჩინეთის წარმომადგენლები იქნებიან, რადგან ქვეყანა კვლავ განიცდის Covid-ის შემთხვევების მკვეთრ ზრდას და საფონდო ბირჟის კრახს, რომელმაც 2022 წელს, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების ქონებიდან 224 მილიარდი დოლარი წაშალა.

თუმცა გაიზარდა სპარსეთის ყურედან​ მილიარდერების რიცხვი. რეგიონიდან, რომელიც ისევ ზრდის შემოსავალს ნავთობის ფასების ზრდის წყალობით.

აღნიშნულია, რომ დავოსში ინდოეთიდან 13 მილიარდერი ჩავა.

ყველაზე დიდ ჯგუფს, როგორც ყოველთვის ამერიკელები წარმოადგენენ – 33 მილიარდერი, მათ შორის კორპორატიული ტიტანები იქნებიან, რომლებმაც გასული წლის ღონისძიება გამოტოვეს.

მიწვეულთა შორის იქნება – JPMorgan Chase & Co-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმი დიმონი; BlackRock Inc.-იდან ლარი ფინკი და სტივ შვარცმანი Blackstone Inc.-დან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები