საქართველოში 20 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
ამავე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, -9 გრადუსი დაფიქსირდება. 17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, თბილისში 20 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.