გია ცაგარეიშვილი: ყურადღების მიღმაა დარჩენილი ის უზარმაზარი ჰუმანიტარული და დიპლომატიური დახმარება, რომელსაც საქართველო ახორციელებს უკრაინის მიმართ
ყურადღების მიღმაა დარჩენილი ის უზარმაზარი ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო ყველა მიმართულებით უწევს უკრაინას, ის უზარმაზარი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც საქართველო ყველა მიმართულებით ახორციელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„კიევის პირველი შტურმი, ბუჩის უბედურება სწორედ ბელარუსიდან უკრაინაში შემოჭრილმა რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს. უშუალოდ ბელარუსის ტერიტორიიდან იბომბებოდა ომის პირველ დღეებში დედაქალაქი. აქ სუბიექტივიზმის ნიშნები ჩანს, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ, მუდმივად – თუნდაც ბატონი კასიანოვის რეაქციები [ჩვენს მიმართ] ასევე სხვა უკრაინელი პოლიტიკოსების. ყურადღების მიღმაა დარჩენილი ის უზარმაზარი ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო ყველა მიმართულებით უწევს უკრაინას, ის უზარმაზარი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც საქართველო ყველა მიმართულებით ახორციელებს. მაგალითად, გუშინ გაეროს პირველივე სხდომაზე ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი გამობრძანდა ჩვენი ელჩი და ისაუბრა მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე“, – თქვა გია ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირმა ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში უკრაინის მოთხოვნით არ შეიყვანა. აღნიშნული, მოგვიანებით, თავად უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ უარყო.