ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-ზე რეაგირების პროგრამის წამყვანმა სპეციალისტმა, ჯანეტ დიაზმა თქვა, რომ ორგანიზაციას კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებისთვის 10-დღიანი იზოლაციის რეკომენდაციას გასცემს.
“ჯანმო რეკომენდაციას უწევს 10-დღიან იზოლაციას COVID-19-ის სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის და ხუთი დღის განმავლობაში სიმპტომების არმქონე პირებისთვის”, – ხაზგასმით აღნიშნა მან ჟენევაში გაეროს ბრიფინგზე.
რამდენიმე დღით ადრე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჩინეთში, ვირუსისგან გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი შემცირებულია.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „პეკინი კანონის საფუძველზე ინფორმაციას მუდმივად ავრცელებდა”.