იაგო ხვიჩია: “მაგნიტსკის სია” არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის“ მიერ

არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია“ გამოვა. სია არ შედგება – ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის“ მიერ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ამ რაღაცაში“ დროს კარგავს.

„არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია“ გამოვა. სია არ შედგება – ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის“ მიერ. მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ. NGO-ებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ.
„ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი – როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზეც საუბარს ყველა გაურბის, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ილაპარაკო მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის“ მიერ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაზე – ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება და ამაში მას ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები