მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, ბოლო ერთ კვირაში 9%,-ით, ხოლო გარდაცვალების 12%-ით არის შემცირებული

მსოფლიოში 2-8 იანვრის კვირას კორონავირუსით 2,9 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა ერთკვირიან პერიოდთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშა ნათქვამი.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს 11 ათასზე მეტი პაციენტი შეეწირა, რაც ასევე წინა პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

ჯანმო-ს მონაცემებით, 2023 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, მსოფლიოში სულ 659 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 6,6 მილიონზე მეტი გარდაცვალებაა აღრიცხული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები